среда, 25 марта 2009 г.

კულტურა

ყურადღებას იქცევს კულტურული ვითარების ზოგიერთი მომენტი. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის მორე ნახევარში მუსიკალური ინსტრუმენტებიდან ცნობილია სალამური, ხოლო ძველი წელთაღრიცხვის VII_VI საუკუნეებში სახეზეა მრავალძალიანი სიმებიანი საკრავები ჩანგის სახით. ამავე დროს, ისახება აქტიორული ხელოვნების საყურადღებო მომენტები, რომელიც ისევ მუსიკალურ ხელოვნებასთან ჩანს დაკავშირებული.
დაწინაურებულია ხელოსნობა, მათ შორის მხატვრული ხელოსნობა და მეიარაღეობა. იყენებდნენ საბრძოლო და სამეურნეო იარაღების მრავალ სახეობას: შუბებს, ხელშუბებს, მშვილდ-ისრებს, ნამგლებს, ხმლებს, ხანჯლებს და ა.შ. სამარხებში საკმაოდ ხშირია სამკაული, წარმოდგენილი სარდიონისა და პასტის ყელსაბამებით, ბრინჯაოს სამაჯურებით, საკინძებით, ყელსაბამებით, ბეჭდებით და ა.შ. ტანსაცმლისათვის იყენებდნენ მატყლისა და სელის ქსოვილებს, აგრეთვე, როგორც ჩანს, ტყავს. ტყავისგანვე მზადდებოდა ფეხსაცმელიც.
ამ დროს საცხოვრებელი სახლი არ გამოირჩევა რთული გეგმარებით, ნაგებია ნაგლეჯი ქვით ან ძელებით, რომელიც თიხის ხსნარითაა შელესილი. ასეთი იყო ვითარება უფლისციხის მიდამოების თემების ცხოვრებაში, სადაც ძველი წელთაღრიცხვის I-ათასწლეულის დამდეგს ჰეგემონი გახდა კლდეში ნაკვეთ სამოსახლოში მცხოვრები თემი: გარშემო რაიონის თემები მათგან დამოკიდებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ არა მარტო უფლებრივად, არამედ ეკონომიურადაც. ეს გარემოება კლდეში ნაკვეთ დასახლებას განსაკუთრებით ხელსაყრელ ვითარებაში აყენებდა. იგი სწრაფად ძლიერდებოდა როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად.
ძველი წელთაღრიცხვის VIII_VII საუკუნეებში_ კლდის სამოსახლოს თემსა და გარშემო მცხოვრებ თემებს შორის სოციალური და ქონებრივი განსხვავება თანდათან ღრმავდება. ძველი წელთაღრიცხვის VI_V საუკუნეებში კლდეში მცხოვრები თემი აშკარად გაოირჩევა მეზობლად მცხოვრები თემისაგან. განსაკუთრებით ნათლად ეს საცხოვრებელ ნაგებობებს ემჩნევა. ამ დროს კლდეში ნაკვეთი სამოსახლოს ტერიტორიაზე გამოჩნდა საკმაოდ რთული აღნაგობის, ორსათავსოიანი, არქიტექტურულად გაფორმებული, კლდეში ნაკვეთი დარბაზები, რომელთა ძირითადი სათავსოს ბრტყელი ჭერი გადახურვის მიბაძვითაა გაკეთებული. სავსებით ბუნებრივი და ლოგიკური იქნება ვიფიქროთ, რომ ეს დარბაზები გაბატონებული თემის არისტოკრატიული ნაწილის საცხოვრებელია.
თუ გადავხედავთ განვლილ გზას, შევნიშნავთ, რომ უფლისციხის მიდამოებში, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის მიწურულს თავისუფალი თემებიტ დასახლებულ რაიონს წარმოადგენდა, ზველი წელთაღრიცხვის VI_V- საუკუნეებში გვაროვნული არისტოკრატია, გაბატონებული თემის დაქვეითებული ნაწილი, მოხარკე თემები და მონები ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობის კონტურებს ქმნიდნენ.
ძველი წელთაღრიცხვის IV_III საუკუნეების მიჯნაზე ქართლში ადრეკლასობრივი სახელმწიფო წარმოიქმნა. ცენტრალური ხელისუფლება ქალაქური ტიპის დასახლების კეთილმოწყობასა და საერთო-სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად გამართვას შეუდგა. ადრეკლასობრივი ხანის ქართლის ქალაქის მშენებლობაში და მეურნეობაში მონების მნისვნელოვანი მასები იყო დასაქმებული. ამ დროს უფლისციხე ჭიაჭველების ბუდეს დამგვანებოდა. ერთმანეთში ირეოდა სხვადასხვა ჩაცმულობისა და მდგომარეობის, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე, თავისუფალი თუ ბორკილდადებული, შეიარაღებული თუ შეუიარაღებელი ათასობით ადამიანი.
ძველი წელთარრიცხვის IV_საუკუნის მიწურულსა და III_ საუკუნეში უფლისციხე ტიპიურ ელინისტურ ქალაქად გაფორმდა, იმის გამო, რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილი კლდეში იყო გამოკვეთილი, მას ამიერკავკასიის სხვა ქალაქებისაგან განსხვავებული იერი და ბრწყინვალება ჰქონდა, მაგრამ როგორც ქალაქი, ე.ი. ეკონომიკური და პოლიტიკურ-კულტურული ცხოვრების ცენტრი, მათგან არაფრით გამიორჩეოდა.